20 ივნისი 2026,   00:10
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი - აშშ-ისა და ავსტრალიის დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, გულშემატკივარი კიდევ ერთი საინტერესო და დაძაბული მატჩის მოწმე გახდება. 

დღევანდელ სათამაშო დღეს, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, აშშ-ს ნაკრები გახსნის, რომელიც D ჯგუფის მეორე ტურის პირველ მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მოურიციო პოჩეტინოს გუნდმა პირველ ტურში პარაგვაი დამაჯერებელი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და ამ გამარჯვებით ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა, ამიტომ მეორე თამაშს კარგ განწყობაზე ხვდება, იმ ერთ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, რაც საკადრო პრობლემას ეხება, რადგან აშშ-ს ნაკრების კაპიტნისა და ლიდერის, კრისტიან პულისიჩის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ავსტრალიის ნაკრებმა მიმდინარე მუნდიალზე ასპარეზობა საუკეთესოდ დაიწყო. ტონი პოპოვიჩის გუნდმა პირველ ტურში D ჯგუფის მთავარი ფავორიტი, თურქეთის ნაკრები დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ახლა, მათ გამოცდა ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტთან ელით, სადაც აუთსაიდერების სახელით გადიან. ამერიკელებისგან განსხვავებით, ავსტრალიის ნაკრები მოახლოებულ შეხვედრას უდანაკარგოდ ხვდება.

მატჩი, 23:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.

დღის ამბები