თბილისში, Global Tech Weekend თბილისი 2026 მიმდინარეობს. კონფერენციები, ვორკშოპები, სამუშაო შეხვედრები და ლექციები, წარმოდგენილია 150-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, კომპანიები და სტარტაპები. სტუმრების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს SMH Sports-ი, რომელიც Global Tech Weekend თბილისი 2026-ზე სპორტისა და ტექნოლოგიების მიმართულების მთავარ პლატფორმას ქმნის. საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია, გლობალურ ბაზარზე მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით ოპერირებს.
SMH Sports-ის სივრცეში ინდუსტრიის წარმომადგენლები, ტექნოლოგიური ექსპერტები, სპორტის პროფესიონალები და ინოვატორები ერთ სივრცეში განიხილავენ იმ ცვლილებებს, რომლებიც დღეს სპორტის ეკოსისტემას განსაზღვრავს. სპიკერები დამსწრეებს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რეალურ ისტორიებსა და ხედვებს იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია თანამედროვე სპორტს და როგორ იქმნება მომავლის სპორტული ეკოსისტემა.