20 ივნისი 2026,   00:30
ვრცლად
საინტერესო დისკუსია წარიმართა, ბევრი კითხვა დაისვა ახალგაზრდების მხრიდან - ვიქტორ სანიკიძე

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეათე შეხვედრა, დედაქალაქში გასამართი დასკვნითი კონფერენციის წინ, წყალტუბოში გაიმართა. მმართველი გუნდის ახალგაზრდულმა ფრთამ ამჯერად წყალტუბოში შეკრებილ 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს მოუსმინა.

განათლება, სპორტი, დასაქმება, ხელმისაწვდომობა იმ პროექტებთან, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინოვაციური სტარტაპები შექმნან და თანატოლები დაასაქმონ.

წყალტუბოში გამართულ შეხვედრას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი ცოტნე ივანიშვილი, ლაშა ტალახაძესთან და ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ესწრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებთან საინტერესო დისკუსია წარიმართა:

"საინტერესო დისკუსია წარიმართა, ბევრი კითხვა დაისვა ახალგაზრდების მხრიდან და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოვხატეთ იმის მზაობა, რომ ყველა მათი იდეა, მოწოდებები და სურვილები, რაც ახალგაზრდებს გააჩნიათ, იქნება ორგანიზაციის მიერ დამუშავებული და შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლებისთვის წარდგენილი,"- განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ სანიკიძემ.

ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და შეხვედრის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა პარტიის წევრებისგან ინფორმაცია არაერთ საინტერესო პროექტზე მიიღეს, რომლებსაც სახელმწიფო სპეციალურად მათთვის ახორციელებს.

დღის ამბები