13 აგვისტო 2026,   23:36
ვრცლად
არაფორმალური განათლების პროგრამები სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში - თბილისის მერია 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას 20 ბანაკსა და ზამთრის სკოლაში წასვლას სთავაზობს

ზამთრის არდადეგებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მოსწავლეების თუ სტუდენტებისთვის ეს პერიოდი ახალი პროფესიის, ან საქმის დაუფლების კარგი შესაძლებლობაა. ამ მიზნით, დედაქალაქის მერია ზამთრის ახალგაზრდულ პროგრამებს იწყებს, რომელშიც მონაწილეობა 14-დან 29 წლამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ციფრული ტექნოლოგიები, ხის მხატვრული დამუშავება, კინოხელოვნება, - ეს იმ სპეციალობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სტუდენტები ბანაკებში დაეუფლებიან. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია დღეიდან, სპეციალურ საიტზე უნდა გაიარონ.

პროგრამა 2000-მდე ახალგაზრდას გააერთიანებს. სკოლის ყველაზე საინტერესო ნაწილი გასვლითი ტურებია, მათ შორის სამთო კურორტებზე, სადაც ახალგაზრდები სპორტული აქტივობებით დაკავდებიან.

ახალგაზრდული პროგრამისათვის თბილისი მერია 400 000 ლარს გამოყოფს, ჯამში კი 20-მდე ბანაკი მოეწყობა.

დღის ამბები