13 აგვისტო 2026,   23:36
ვრცლად
"გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში ძალადობრივი აქციების დროს, შედეგი არის ის, რაც ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის" - არჩილ გორდულაძე

"ბრომობენზილ ციანიდი" იგივე "კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებით დაადგინა, რომ 2024 წლის 4-5დეკემბრის ღამეს, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთი საათის წინ ჩატარდა. უწყება აცხადებს, რომ მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება "კამიტს".

თემაზე უკვე კეთდება პოლიტიკური შეფასებები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ შედეგი საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო.

"როდესაც უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ პირდაპირი დავალებით და მართვით BBC ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც მიზანმიმართულია, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია დააზიანოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება და შედეგიც ვნახეთ.

შედეგი არის ის, რაც ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, 1930 შემდეგ აკრძალული ნივთიერება საქართველოში ვერ მოხდებოდა.

ამ გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, ძალადობრივი აქციების დროს. ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელისგან.

გამოდის, რომ BBC-ი ბრალს სდებს ისრაელს, აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში, რაც არის აბსოლუტური ნონსენსი. ჩვენ ვნახეთ, რომ BBC-ის ე.წ ფილმი ეყრდნობოდა ერთი მხრივ, დამნაშავე ბაჩიაშვილის ჩვენებებს და მეორე მხრივ, ბრალდებულ და უკრაინაში გაქცეულ გდდ-ს ყოფილ თანამშრომელს, ასევე ე.წ კვლევას, რომელსაც რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს სამედიცინო კვლევასთან,"- აცხადებს გორდულაძე.

დღის ამბები