13 აგვისტო 2026,   23:37
ვრცლად
"კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში წნეხს ვერ ვხედავთ და იმედია, არა ზეწოლით, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები" - ლევან მახაშვილი

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ლორენს ვილკერსონი არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობას ამხელს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ვილკერსონის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს სად იყო სიმართლე, რეალურად რა ხდებოდა, ვინ თამაშობდა მათი ინტერესებით. 

"ეს აღიარებები მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ დაინახოს სად იყო სიმართლე, რეალურად რა ხდებოდა, ვინ თამაშობდა მათი ინტერესებით, ვინ იყენებდა მათ ემოციებს. დღეს ეს დასტურია პრაქტიკულად, რომ გასული წლების განმავლობაში მათი ინტერესებზე, მათ ემოციებზე თამაშობდნენ, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები მიეღწიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი მეთოდი, ეს ის მეთოდია, რასაც სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ და სამწუხაროდ, ამ ტენდენციებს ჩვენ საქართველოშიც ვაკვირდებოდით სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან. კარგია, რომ დღეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად რა ხდებოდა, რა პროცესები იყო, რა მიზანმიმართული კამპანიები ხორციელდებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა საზოგადოების მანიპულირება და მღელვარების გამოწვევა. მაგრამ, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კარგია რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ამ წნეხს ვერ ვხედავთ და იმედია, არა ზეწოლით და მსგავსი ტიპის შანტაჟით, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

ლორენს ვილკერსონი არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობას ამხელს. ვილკერსონი აცხადებს, რომ ენჯეო სექტორი, რეალურად არა არასამთავრობო მიზნებს, არამედ წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის ჯაშუშურ საქმიანობას ემსახურებოდა, მათ შორის საქართველოშიც. ვილკერსონი ამბობს, რომ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად წარმატებით იყენებდნენ, რის გამოც ხალხმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრობა მოინდომეს. ამის მიზეზად კი ვილკერსონი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების დაფინანსებას და არასამთავროების გავლენას ასახელებს, რომლებიც მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ საუკეთესო დაცვა არის ლიბერალური დემოკრატია.

დღის ამბები