ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. წარდგენილი იყო პროექტის სამუშაო გეგმა, გამოყენებული მეთოდოლოგია და განხორციელების ვადები.
დოკუმენტის შემუშავების ძირითად მიზნად ქალაქის, როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ისტორიულ-კულტურული და ტურისტული ფუნქციის გაძლიერება სახელდება.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, პროექტზე მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.