"გმირის დღე" - ბათუმში, ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მთხრობელმა ისტორიკოსებმა ახალგაზრდებს რეგიონში მოღვაწე გმირების ისტორიები და ღვაწლი გააცნეს. აქცენტი გაკეთდა ლუკა ასათიანზე, რომელიც ბათუმის პირველი მერი იყო.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს მისი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალაც. პროექტი “გმირის დღე” მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიას ეკუთვნის.