09 აგვისტო 2026,   00:05
ვრცლად
"სახელმწიფო ბიუჯეტი აღემატება 30 მილიარდ ლარს" - მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დღეს პლენარულ სესიაზე გადის

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დღეს პლენარულ სესიაზე გადის. კანონმდებლების მსჯელობის შემდეგ, დოკუმენტი ბოლო შესწორებებისთვის კვლავ მთავრობას გადაეგზავნება.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება, რომელიც 800 მილიონს აჭარბებს.

"ჩვენ, უკვე, 2026 წლის ბიუჯეტის მეორე ვერსიას განვიხილავთ. სახელმწიფო ბიუჯეტი აღემატება 30 მილიარდ ლარს და ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში, ეს არის 35 მილიარდ ლარზე მეტი. თითოეული ის პროგრამა, რომელიც არის გათვალისწინებული, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. განსაზღვრულია სხვადასხვა პრიორიტეტი, - მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ მიმართულებას, ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლებას, მეცნიერებას და ახალგაზრდობას," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

 

დღის ამბები