20 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
"ეს ადამიანები შემჩნეული იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს" - ლევან მახაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების სისხლისსამართლებრივ დევნაზე

მილიონ-მილიონიანი გირაო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. დანარჩენი ბრალდებულების მიმართ კი წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი განისაზღვრა. 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ პროცესები გარედან იყო და არის დღემდე მართული.

"ეს ადამიანები შემჩნეული იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კარდაკარ დადიოდნენ და ეუბნებოდნენ, სთხოვდნენ, რომ ვიზა არ მიეცათ და სანქციები დაეწესებინათ.

კიდევ ერთხელ და ერთი მითი გაქარწყლდა, იმათთვის ვისაც ეს აქამდე არ სჯეროდა. დღემდე ხდება და ხდებოდა ამ პროცესების გარედან მართვა და ცეცხლის შენთება,"- აცხადებს ლევან მახაშვილი.

დღის ამბები