საბურთალოს რაიონში დასასვენებელი სივრცეები ეწყობა. სამუშაოები ჭაბუკიანის და ხვიჩიას ქუჩებზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 2500 კვადრატული მეტრი ფართობი გამწვანდება, მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურაც. დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერები.
მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათების ქსელი, განთავსდება საპარკო ინვენტარი. დაირგვება 390-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, პარლამენტის დელეგატი და საკრებულოს მაჟორიტარი გაეცნენ.