29 ნოემბერი 2026,   10:18
ვრცლად
ტირანაში საპროტესტო აქცია ძალოვანებთან შეტაკებებში გადაიზარდა - ნიღბიანმა მომიტინგეებმა სახელმწიფო უწყებებს ქვები, პიროტექნიკა და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს

ტირანაში პროტესტი ძალოვანებთან შეტაკებებში გადაიზარდა. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.

ნიღბიანმა მომიტინგეებმა სახელმწიფო უწყებებს ქვები, პიროტექნიკა და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. ცეცხლი წაუკიდეს გარემოს დაცვის სამინისტროს შენობას, დააზიანეს ტრანსპორტის სამინისტრო და ცენტრალური ბანკის ოფისი.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის, პოლიციელები და ჟურნალისტები. პოლიციამ არაერთი პირი დააკავა.

დღის ამბები