22 აგვისტო 2026,   00:18
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყირგიზეთის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყირგიზეთის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს, ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის საბაჟო მიმართულებით, არსებული გამოწვევები განიხილეს და მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ამასთან, სამუშაო შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მოიცავს, ისეთ სფეროებს, როგორიცაა - საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, საბაჟო ადმინისტრაციის თანამშრომელთა გადამზადება და სხვა.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ რიკაძე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია გრძელიძე და სხვა პასუხისმგებელი პირი.

ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს საბაჟო დეპარტამენტის ოფისი, სხვადასხვა დანაყოფის ინფრასტრუქტურა და თბილისში არსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის კონტროლის/გაფორმების პროცედურებს გაეცნენ. ამასთან, მათ მოისმინეს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების მიერ, ელექტრონული სერვისების შესახებ მომზადებული პრეზენტაციები," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები