საქართველოს სტენდი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე უკვე მეოთხე დღეა ყურადღების ცენტრშია. დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც ქართულმა გასტრონომიამ და ღვინომ, ისე ქართულმა პროდუქციამ, რომლითაც შანხაიში "აწარმოე საქართველოში" 40-მდე კომპანიასთან ერთადაა წარმოდგენილი. შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარდგა.
გამოფენაზე საქართველოს პოტენციალს ათი ათასობით ვიზიტორი ეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 5 დღის განმავლობაში, გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ. შანხაის გამოფენას წელს დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.