13 აგვისტო 2026,   23:46
ვრცლად
თელავში დღეს "ერეკლეობა" აღინიშნება

თელავში, ერეკლე მეორის დაბადების დღე, "ერეკლეობა", იგივე თელავქალაქობა აღინიშნება. წელს მეფე ერეკლეს დაბადებიდან 305 წელი შესრულდა.

ტრადიციულად, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღევლინა წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, მთავარ მოედანზე კი, მოწყობილია თემატური პავილიონები და გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები.

დღის განმავლობაში, გაიმართება შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ასევე, დაჯილდოვდებიან საპატიო თელაველები. დღეს კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები