დავით სონღულაშვილი გურიის რეგიონს სტუმრობს. მინისტრმა სახელმწიფოს მხარდაჭერილი საწარმოები დაათვალიერა და ადგილობრივი ფერმერებისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე შეხვდა სამინისტროს სისტემაში შემავალი რეგიონული სამსახურების უწყებების თანამშრომლებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ასევე ფერმერ თამაზ ღლონტის საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა.
"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ფერმერებთან შეხვედრები რეგიონებში, ადგილზე გაცნობა იმ პრობლემების და საჭიროებების, რომლებიც მათ აქვთ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას არა მხოლოდ პირველადი პროდუქციის წარმოება, არამედ გადამამუშავებელი წარმოებები, რადგან ეს ხელს უწყობს რეგიონებში რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას, რაც ცალსახად არის ფუნდამენტი იმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.