20 აგვისტო 2026,   16:43
ვრცლად
"მოლდოვაში ახლახან აკრძალეს რამდენიმე პარტია, მანამდე უკრაინაში, გერმანიაში ხდება აკრძალვა პარტიების და, მათ შორის, არაპოლიტიკური ორგანიზაციების აკრძალვაც არის შესაძლებელი" - შალვა პაპუაშვილი

"ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს პარტიები, რომლის გამოყენებაც ხდება იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველო და დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში.

"სარჩელის ლოგიკა არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს პარტიები, რომლის გამოყენებაც ხდება იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველო, დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა, ვხედავდით ომის პროპაგანდას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და ა.შ. საკითხები, რომელიც კონსტიტუციითაა გაწერილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პარტია აიკრძალოს და გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.

ჩვენი მთავარი სამიზნე არიან ის ორგანიზაციები, გაერთიანება, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მთავარი გამწევი ძალა ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში, - აგერ, მოლდოვაში ახლახან აკრძალეს რამდენიმე პარტია, მანამდე უკრაინაში, გერმანიაში ხდება აკრძალვა პარტიების და, მათ შორის, არაპოლიტიკური ორგანიზაციების აკრძალვაც არის შესაძლებელი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში, მმართველი გუნდის ინიციატივით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტი გაუგზავნის დოკუმენტს, რომელშიც იქნება მოთხოვნა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული პარტიების აკრძალვის შესახებ. სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ პარტიებთან ერთად პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ კონკრეტულ პირებსაც.

დღის ამბები