08 ივნისი 2026,   18:29
ვრცლად
აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, თურქეთის 5 მოქალაქე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს. ერთი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოთხი კი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ამავე რესტორანში საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს ინვენტარი.

დღის ამბები