ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ზემო მსხალგორში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი გზის 2415 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ცხაურები, ხიდები და ნაპირსამაგრი ნაგებობა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.