ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების 50 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე.
გამოძიება კურტანიძეს რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავება, მათ შორის ყოფილ ცოლზე ძალადობას, ნივთის განზრახ დაზიანებას და ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობას.
დღეს ბრალდებას კიდევ ერთი ახალი მუხლი, საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა. ბრალდებულმა სხდომაზე დანაშაული მხოლოდ ერთ ეპიზოდში, ძალადობის ფაქტზე აღიარა.