09 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
კახეთში რთველი აქტიურად გრძელდება - რთველი 2025-ის ფარგლებში, ყურძნის მოსავალი რეკორდულ 300 000 ტონის ფარგლებში იქნება

კახეთში რთველი აქტიურად გრძელდება. რთველი 2025-ის ფარგლებში, ყურძნის მოსავალი, საერთო ჯამში, რეკორდულ 300 000 ტონის ფარგლებში იქნება. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 283 000-მდე ტონა ყურძენი, რაჭაში - 1,8 ათასი ტონა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთში 8 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს. ამ ეტაპზე, კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 000-მდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა, რთველის პროცესში 521 საწარმო იყო ჩართული. 

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე კობერიძემ, დღეს გადამმუშავებელ საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ  ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების ლიმიტი საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში და სიმძლავრეებიდან გამომდინარე. საწარმოებთან რიგებზე ყველაზე დიდი გავლენა მიმდინარე წლის კლიმატურმა პირობებმა იქონია.

დღის ამბები