09 აგვისტო 2026,   05:40
ვრცლად
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - ერთ-ერთს, ია დარახველიძეს კი 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დაეკისრა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთ-ერთს, ია დარახველიძეს კი 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დაეკისრა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და სრულად დააკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. ჯამში, დღემდე დაკავებულთა რაოდენობა 46-ია.

გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

დღის ამბები