19 აგვისტო 2026,   16:53
ვრცლად
ქართული კულტურის უძველესი ისტორია, გამორჩეული გასტრონომია, სათავგადასავლო ტურიზმი - საქართველოს პოტენციალს ბრიტანული გამოცემების:The Sun-ის, The Mirror-ის და The Daily Express-ის ჟურნალისტები ეცნობიან

ქართული კულტურის უძველესი ისტორია, გამორჩეული გასტრონომია, სათავგადასავლო ტურიზმი - ამ ყველაფერს ბრიტანული გამოცემების:The Sun-ის, The Mirror-ის და The Daily Express-ის ჟურნალისტები ადგილზე ეცნობიან. ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე სტატიები სწორედ ამ გამოცემებში გამოქვეყნდება.

თბილისი, მცხეთა, წალკა, უფლისციხე - ტურისტული ადგილები ბრიტანელი ჟურნალისტებისთვის ქართული კულტურის გასაცნობად სპეციალურად შეირჩა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანია მედიატურებს, საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში, ციფრულ და ბეჭდურ გამოცემებში სტატიების მომზადებას მოიცავს.

ცოტა ხნის წინ, easyJet ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმზე მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ამ კომპანიის ოპერირება ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული მიმართულების და საჰაერო კავშირის ევროპასთან ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ავიაკომპანია easyJet-თან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოს დღეებში, კიდევ ერთ მედია ტურს, ამჯერად, შვეიცარიიდან უმასპინძლებს.

დღის ამბები