19 აგვისტო 2026,   16:48
ვრცლად
პიროტექნიკა, დამწვარი ავტომობილები, დაზიანებული კერძო ქონება - რა ხდებოდა 4 ოქტომბრის ღამეს აქციაზე

19:08 წუთი - თავისუფლების მოედნიდან ათონელის ქუჩაზე წასული აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარს ანგრევენ და შენობაში შეჭრას ცდილობენ. დემონსტრანტები
ანგრევდნენ ჯებირებს, ძვრებოდნენ ღობეზე და ისროდნენ  სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, ქვებს.

სასახლეში შეჭრის მიზნით, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ პროცესებში მონაწილეობდა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეც. ხელისუფლების დამხობისკენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სწორედ მან და კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ მოუწოდეს.

მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ ასრულებდნენ მომიტინგეები. თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის სასახლესთან ჩასული აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებსაც. ათონელის რეზიდენციის ეზოში განლაგებული შსს-ს დანაყოფები ჯერ წიწაკის სპრეის იყენებდნენ. ათონელის ქუჩაზე მალევე გამოჩნდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ძალები და სპეცტენიკა.

სპეცრაზმი იწყებს რადიკალური დაჯგუფებების დაშლას, მათ შორის, წყლის ჭავლით. სამართალდამცველები აკავებენ აგრესიული მომიტინგეების ნაწილს.

დემონსტრანტები ორბელიანის მოედანზე გადადიან, გზებს ურნებით და რკინის ჯებირებით ხერგავენ, ცეცხლს უკიდებენ მუნიციპალურ და კერძო ინვენტარს, ამტვრევენ შენობების და კაფეების ფანჯრებს.

ადგილზე არაერთხელ გაისმა გაფრთხილება, რომ თუ შეკრებილები არ დაიშლებოდნენ, სამართალდამცავი უწყება დაიწყებდა შესაბამისი ღონისძიებებს. სპეც რაზმმა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას.

ხელისუფლების დამხობისკენ გაკეთებული მოწოდების შემდეგ, მომიტინგეები დაუპირისპირდნენ შსს-თანამშრომლებს. დაზიანებები მიიღო  20-ზე მეტმა სამართალდამცველმა.

ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებილი დემონტსტრანტები გადავიდნენ თაბუკაშვილის ქუჩაზე. დააზიანეს ავტომობილები. გააჩინეს ცეცხლის არაერთ კერა. სამართალდამცველების მიმართულებით ისვროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთს.

მომიტინგეთა ნაწილი ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს საქმიანობაში. დემონსტრატნთა კიდევ ერთი ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირზე. 4 ოქტომბრის პროტესტი პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ორგანიზატორის დაკავებით სრულდება.

დღის ამბები