თბილისში, ისანში სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები - მშობლები და შვილი არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.