"ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი პარლამენტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერ გიორგი ფერაძესთან და საკრებულოს თავჯდომარე დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომელ ახალგაზრდებს შეხვდა. გელაშვილის თქმით, ახალგაზრდებს საინტერესო ხედვა აქვთ და მზად არის მათთან აქტიური თანამშრომლობისთვის. მათ ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. ისაუბრეს ახალგაზრდული ცენტრებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე, ასევე, ქვეყნის მომავალზე, საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, განათლების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, განათლება არის ძალა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანაში მეტი განვითარება უზრუნველვყოთ.
"ძალა ახალგაზრდებშია! მადლობა თითოეულს მხარდაჭერისა და სწორ მხარეს დგომისთვის!" - წერს გელაშვილი.