მარტვილში ტრადიციული დღესასწაული - ჭყონდიდობა აღნიშნეს. დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და მწიგნობართუხუცესის, გიორგი ჭყონდიდლის ხსენების დღე საეკლესიოსთან ერთად საერო დღესასწაულია.
დილიდან, ღონისძიებები გაიმართა მარტვილის ცენტრში, გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, მოეწყო ეთნო კუთხეები, ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები. ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ მარტვილელები და პედაგოგები.