08 ივნისი 2026,   17:43
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირებს ოფიციალურად ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირებს ოფიციალურად ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი და მისი პირადი დაცვის წევრი.

უწყების ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრმა 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა მოაწყო, სადაც წლების განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმს უშვებდა. დაკავებულები არიან საწარმოს დირექტორი და უსაფრთხოების უფროსი. ამოღებულია ორ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების უაქციზო სიგარეტი "კარელია", - ჯამში, 324 000-მდე კოლოფი.

დღის ამბები