19 აგვისტო 2026,   14:08
ვრცლად
"ახლა, ევროკავშირს აქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ ფაქტობრივად სუიციდი, შევეხეთქოთ რუსეთს და ალბათ, ერთ კვირაში დამთავრდება აქ ყველაფერი" - ბიძინა გიორგობიანი

"რატომ გვებრძვის დღეს ევროკავშირის ბიუროკრატია...ახლა, ევროკავშირს აქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ ფაქტობრივად სუიციდი, შევეხეთქოთ რუსეთს და ალბათ, ერთ კვირაში დამთავრდება აქ ყველაფერი" - ამის შესახებ, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა ბიძინა გიორგობიანმა, გადაცემაში "ისტორია დეტალებში" ისაუბრა.

მისივე თქმით, ​ამ ადგილას, სამხრეთ კავკასიაში, უნდათ იყოს მათთვის მხოლოდ დერეფანი:

"რატომ გვებრძვის დღეს ევროკავშირის ბიუროკრატია და რატომ ებრძოდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ბაიდენის ადმინისტრაცია - იმიტომ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა 92 წელს და ჩვენ მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და სუვერენიტეტის დაბრუნება, ახლა მიმდინარეობს. ამიტომ, უნდა შევხედოთ, დღეს რატომ გვებრძვიან - დღევანდელი ხელისუფლება ხომ არ არის ულტრანაციონალისტი, მაგრამ თუკი საქართველოში, რომელიც თავის პრიორიტეტად სუვერენიტეტის დაცვას აცხადებს, დავუშვათ, გამსახურდია იქნება, კობახიძე თუ სხვა ვინმე, იმათ უცხადებენ ბრძოლას, რადგან ამ ადგილას, სამხრეთ კავკასიაში უნდათ იყოს მათთვის მხოლოდ დერეფანი. აქ არ უნდა იყოს სახელმწიფო თავისი სუვერენული უფლებებით, თავისი სურვილებით და თავისი მომავლის ხედვით - ანუ, უნდა ვიყოთ მათი ვასალი.

ახლა, ევროკავშირს აქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ ფაქტობრივად სუიციდი, შევეხეთქოთ რუსეთს და ალბათ, ერთ კვირაში დამთავრდება აქ ყველაფერი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს ეს ხელისუფლება, მერე იტყვიან, რომ ესენი იყვნენ დემოკრატები და ნამდვილად იცავდნენ იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ გვაქვსო. ამ ღირებულებების უკან მათი ინტერესები იმალება და აქ, არავითარ ღირებულებებზე არ არის ლაპარაკი,"- განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

დღის ამბები