08 ივნისი 2026,   18:29
ვრცლად
ავტომობილებიდან ამოღებული უკანონო ცეცხლსასროლ იარაღები და საბრძოლო ვაზნები - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. და 1987 წელს დაბადებული გ.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლ იარაღები და საბრძოლო ვაზნები.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები