უნგრეთისა და უკრაინის პირველ პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას მიმართა - "თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოკლული უკრაინელი ბავშვები, მაშინ ეს მორალური გახრწნაა."
ეს იყო პასუხი ოფიციალური ბუდაპეშტის გადაწყვეტილებაზე, უნგრეთში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენზე თავდასხმა განახორციელა.