19 აგვისტო 2026,   23:27
ვრცლად
გარდაბანში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის მიმართულებით მოძრავმა მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები