კახეთში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება - საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია უტარდება თელავში, დედოფლისწყაროში და ლაგოდეხში.
სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები.
განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს მთავრობის წევრები გაეცნენ.