ავიაკომპანია EasyJet-მა ერთ-ერთი თვითმფრინავის კაპიტანს ფრენის უფლება დროებით ჩამოართვა. როგორც ამბობენ, პილოტი სასტუმროში, ნასვამ მდგომარეობაში, შიშველი სეირნობდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC, The Sun-ზე დაყრდნობით წერს, რომ პილოტი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 5 აგვისტოს, გამთენიისას, კაბო-ვერდეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ტერიტორიაზე, საჯარო ადგილებში მთვრალი და შიშველი შენიშნეს.
პილოტი 36 საათზე მეტი ხნის შემდეგ გეტვიკში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ, დროებით, ფრენის უფლება ჩამოერთვა, რადგან ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ ინციდენტთან დაკავშირებით საჩივრები მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, კომპანიამ შემცვლელი პილოტი იპოვა.
EasyJet-ის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ პილოტის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მათი "მთავარი პრიორიტეტია“.