20 ივნისი 2026,   16:20
ვრცლად
საერთოდ გაკოტრებულები არიან, ფაქტობრივად დასრულდა ეს ძალა, რომელმაც ამდენი ხანი ტანჯა ჩვენი ქვეყანა - გიორგი სოსიაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

ბრალდებები, ურთიერთდაპირისპირება და კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის თავმჯდომარეობიდან ვადაზე ადრე გაშვებული თინა ბოკუჩავა, კრიტიკანარევი განცხადებების გამო, ისევ მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს.

პარტიის მოქმედი ლიდერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურება ამბობს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ კომუნიკატორებმა მოახდინეს, ვინც მასთან ყოველდღიურად შედიან.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სერიოზული კრიზისია რადიკალურ ოპოზიციაში.

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ისინი საერთოდ გაკოტრებულები არიან და არაფრის უნარი აღარ შესწევთ:

"სერიოზული კრიზისია რადიკალურ ოპოზიციაში, გაკოტრებულები, ინტელექტისგან დაცლილები არიან და ახლა ძალიან საინტერესო კორონაციის მოლოდინი არსებობს, როდესაც გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებში და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას. ვხედავთ, რომ საერთოდ გაკოტრებულები არიან და არაფრის უნარი აღარ შესწევთ, რადგან ფაქტობრივად დასრულდა ეს ძალა, რომელმაც ამდენი ხანი ტანჯა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.

დღის ამბები