2 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტი ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.
ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, შოვში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და დეპუტატები, ასევე - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.