ომი გრძელდება უკრაინაში - რუსეთის ძალებმა ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებზე მორიგი თავდასხმა დრონებით და რაკეტებით განახორციელეს. ხარკოვის ოლქში იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ნიკოლაევში დაშავებულია 7 მოქალაქე, მათ შორის არის ბავშვი. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, კერძო მეურნეობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაციები.
საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. სოჭის ადლერის რაიონში, ნავთობის ბაზაზე, საწვავის რეზერვუარი იწვის. მიზეზი უკრაინული დრონის აფეთქება გახდა. უკრაინამ დრონები, ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის და ნიჟეგოროდის ოლქების, კრასნოდარის და ანექსირებული ყირიმის მიმართულებით გაუშვა.