08 აგვისტო 2026,   21:29
ვრცლად
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - მსოფლიო ბანკის კვლევა

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, მიუხედავად ბოლო წლებში დაფიქსირებული პროგრესისა, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოში ჩამოტვირთვის სიჩქარის მედიანური მაჩვენებელი, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, დაახლოებით 20 მბ/წმ იყო, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი 150 მბ/წმ-ს უტოლდებოდა.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ანალიზის შედეგები მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების სპეციალისტმა, ჰიმატ სინგჰ სანდუმ, სახელმწიფოსა და ტელეკომ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წარადგინა.

გარდა ამისა, WB-ის კვლევის თანახმად, საქართველოსთვის სიჩქარის ტესტის შედეგების 93%-მა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარე აჩვენა, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი სომხეთისთვის - 80%, აზერბაიჯანისთვის - 90%, მოლდოვასთვის - 43%, ხოლო უკრაინისთვის - 74% იყო.

მსოფლიო ბანკის სპეციალისტის შეფასებით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, "ოუფენ ნეტის" მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ზონებში ინტერნეტის სიჩქარეების ზრდის ტენდენცია მოწმობს.

დღის ამბები