20 ივნისი 2026,   15:37
ვრცლად
FBI-ის შენობაში უწყების დირექტორმა გასანადგურებლად გამზადებული საიდუმლო დოკუმენტები იპოვა, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ წლების წინ დაწყებულ გამოძიებას ეხება - Fox News

Fox News-ის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს შენობაში, უწყების დირექტორმა  გასანადგურებლად გამზადებული საიდუმლო დოკუმენტები იპოვა, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ წლების წინ დაწყებულ გამოძიებას ეხება.

უწყება მაშინ იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო კავშირს რუსეთთან. მედია წერს, რომ ათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი დაფასოებული იყო და ინახებოდა სპეციალურ ზონაში, რომელიც ასეთი საბუთების უტილიზაციისთვის გამოიყენება.

როგორც "ფოქს ნიუსი" წერს, მათ შორის იყო პროკურორის ანგარიში, სადაც ეწერა, რომ FBI-ის უნდა მიეღო მონაწილეობა ტრამპისა და რუსეთის კავშირების შესახებ გარკვეული ნარატივის შექმნაში.

"ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გამოქვეყნდეს, ასეც იქნება. ეს დემოკრატების მოწყობილი თაღლითობაა, მსურს ეს ადამიანები გამოაშკარავდნენ. ვნახოთ, რით დასრულდება ყველაფერი. საქმეს დემოკრატები აკონტროლებდნენ. ყველა ის ნაძირალა, რომელზეც მუდმივად კითხულობთ, ახლა მორიგ ძალიან დიდ სკანდალთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, თუმცა, ჩემი აზრით, თუ ამ დოსიეში რამე იქნებოდა, აუცილებლად გამოაქვეყნებდნენ არჩევნებამდე 1-2 კვირით ადრე", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დღის ამბები