აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რედკლიფის განცხადებით, ჯონ ბრენანს, ჯეიმს კომის და ჰილარი კლინტონს, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ და "რაშაგეიტის" შეთქმულებაში მათი როლისთვის, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.
"სწორედ ამიტომ გავაგზავნე ყველა აუცილებელი მასალა. ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, გაბარდმაც, უკვე გაგზავნა მასალები... ჩვენ გავაგრძელებთ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, რაც იუსტიციის დეპარტამენტს დაეხმარება სამართლიანი და საფუძვლიანი სარჩელების წარდგენაში მათ წინააღმდეგ, ვინც ეს სიცრუე ჩაიდინა ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა რედკლიფმა.