ინფრასტრუქტურის მინისტრი გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და თემასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს ეცნობა.
რევაზ სოხაძემ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრმა გრიგოლეთი - ქობულეთის მონაკვეთზეც ისაუბრა, სადაც სამუშაოები შეჩერებულია.
მინისტრის განმარტებით, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიას შეტყობინება უკვე გაეგზავნა.