გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ფერმერები ატმის მოსავალს აბინავებენ. ამბობენ, რომ მათი პროდუქტის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. ადგილზე 50-მდე სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს.
მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000 ტონამდეა. ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე საუბრობს. მათი განცხადებით, კახეთში, ამ დროისთვის, 25 გადამამუშავებელი საწარმოა შექმნილი.
მოსავლის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. მისი განცხადებით, სახელმწიფო დახმარების პროგრამები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 13 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა, რაც ჯამში, 16 მლნ დოლარს აღწევს.