20 ივნისი 2026,   15:38
ვრცლად
ნაციონალურ პარკში სეირნობის დროს, 4 წლის ბავშვი პუმამ დაკბინა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ვაშინგტონის ნაციონალურ პარკში 4 წლის ბავშვს პუმა დაესხა თავს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს ინფორმაციას.

ნაციონალური პარკების სამსახურის ცნობით, ინციდენტი კვირას, შუადღისას, ოლიმპიურ ეროვნულ პარკში, ჰარიკეინ რიჯზე, ვიქტორიას სადამკვირვებლო პუნქტთან ახლოს მოხდა.

პარკის წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვს პუმამ მაშინ უკბინა, როდესაც ის ოჯახთან ერთად პოპულარულ ბილიკზე სეირნობდა. პარკის წარმომადგენლებმა ასევე განმარტა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალმა და პარკის თანამშრომლებმა ადგილზე მოახდინეს რეაგირება და დაზარალებული სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით სიეტლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბავშვი მკურნალობს. მისივე თქმით, კონფიდენციალურობის დასაცავად ბავშვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები