ქაბულში თალიბები ქალებს მასობრივად აკავებენ, სავარაუდოდ, შეუფერებელი გარეგნობის გამო. KabulNow-ს ცნობით, დაკავებები დაშტ-ე-ბარჩის რაიონებში, მათ შორის სავაჭრო ცენტრში მოხდა. უცნობია, სად წაიყვანეს დაკავებულები.
ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბებმა გაამკაცრეს ისედაც მკაცრი წესები: ქალებს ეკრძალებათ საჯარო ადგილებში გამოჩენა სახისა და სხეულის სრულად დაფარვის გარეშე.
"სათნოებისა და მანკიერების“ შესახებ კანონი 2024 წლის აგვისტოდან მოქმედებს. გაერო აღრიცხავს ქალების თვითნებურ დაკავებებსა და დაშინების შემთხვევებს შეთხზული საფუძვლებით. თალიბები აცხადებენ, რომ დაკავებულებთან ისინი უბრალოდ "საუბრებს აწარმოებენ“.