20 ივნისი 2026,   14:35
ვრცლად
"როგორ იშოვა სამანტა ფაუერმა ამდენი ფული?" - ტრამპი USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ ქონების დაგროვების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს

"როგორ იშოვა სამანტა ფაუერმა ამდენი ფული?" - წერს ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც სხვადასხვა დროს აშშ-ის სახელმწიფო უწყებებში მაღალ თანამდებობაზე მყოფი დემოკრატი პოლიტიკოსები არიან გამოსახულნი. ილუსტრირებულ ფოტოებზე მათ განსასჯელთა ფორმები აცვიათ.

ტრამპს და მისი ადმინისტრაციის წევრებს USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა ფაუერის მიერ ქონების დაგროვების კანონიერება არაერთხელ დაუყენებიათ ეჭვქვეშ.

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაუერის ქონება 30 მილიონ დოლარს შეადგენს. ტრამპმა მაშინაც დასვა კითხვა - როგორ შეძლო USAID-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა საკუთარ წლიურ ხელფასზე ასჯერ დიდი ოდენობის სიმდიდრის დაგროვება?

ცნობისთვის, ბოლო წლებში, სამანტა ფაუერს საქართველოს შესახებ არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული. მაგალითისთვის, ის მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, უარი ეთქვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე.

ფაუერი USAID-ს ოთხი წელი ხელმძღვანელობდა. ის ბაიდენის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობას 2025 წლის 20 იანვრამდე, ტრაპის ინაუგურაციამდე იკავებდა.

დღის ამბები