ბრალდებები, ურთიერთდაპირისპირება და კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის თავმჯდომარეობიდან ვადაზე ადრე გაშვებული თინა ბოკუჩავა, კრიტიკანარევი განცხადებების გამო, ისევ მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს.
პარტიის მოქმედი ლიდერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურება ამბობს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ კომუნიკატორებმა მოახდინეს, ვინც მასთან ყოველდღიურად შედიან.
"ბუნებრივია გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და სულ რამდენიმე დღის შემდეგ საპირისპირო, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის პოსტებს კითხულობ და უკვე სხვა კანდიდატს ასახელებს.
რა შეიცვალა, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რას დავაბრალო ეს მისკომუნიკაციას, მის იზოლაციას, გაუგებრობას? ვფიქრობ, გარკვეული როლი ითამაშეს და თამაშობენ ის კომუნიკატორები, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.