შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
მოინახულა სასწავლო ცენტრი და გაეცნო ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სამსახურის ხელმძღვანელობისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.