ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო წირვას, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები ესწრებიან.
მანამდე გაიმართა მსვლელობა ხატებით. თარიღი უკავშირდება ღვთისმშობლის კვართის გადმოსვენებას, რომელიც, რომელიც ისტორიული წყაროების თანახმად, ზუგდიდში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება. ამ დღეს მორწმუნეები ზუგდიდში იკრიბებიან.