თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ცოტა ხნის წინ გახარიას პარტიამ და "ლელომ" არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ისინი აცხადებენ, რომ დაიწყება კონსულტაციები ნეიტრალური კანდიდატის შესარჩევად, მერობის კანდიდატი არ იქნება პარტიული და არ ექნებათ კონკურენცია.
პარტიებს ისევ მწვავედ აკრიტიკებს "ნაციონალური მოძრაობა", სადაც ამბობენ, რომ მათთვის პოლიტიკა დასრულებულია.
"მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს შედგა გიორგი გახარიას და "ლელოს" შორის. ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. მესმის, რომ სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში გული ბევრ რამეს წყვეტს, ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული კამპანია იმისთვის, რომ არც ერთმა ქართველმა პატრიოტმა მონაწილეობა არ მიიღოს", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თინათინ ბოკუჩავა.