20 ივნისი 2026,   11:41
ვრცლად
საფრანგეთის რივიერაზე 41-მეტრიანი იახტა დაიწვა - მისი დაქირავება 65 000 ევროდ იყო შესაძლებელი

საფრანგეთის რივიერაზე, სენ-ტროპეში ძვირადღირებული იახტა ხანძარმა სრულად გაანადგურა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ხანძარი 41-მეტრიან იახტაზე სახელად Sea Lady II-ზე გაჩნდა, რომლის დაქირავებაც კვირაში 65 000 ევრო ღირს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

დღის ამბები